17 აგვისტო 2026,   13:13
ვრცლად
ჯარედ კუშნერი ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის შეხვდა.
მხარეებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, მოჰამედ ელ-შენავის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია, ყველა მხარემ შეასრულოს 2025 წლის ოქტომბერში მიღწეული ღაზის სექტორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მანამდე კი, ჰამასის ოფიციალურმა პირმა AFP-ს განუცხადა, რომ კუშნერის ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ჰამასის მომლაპარაკებელ დელეგაციას, ღაზის საკითხებში მშვიდობის საბჭოს უმაღლეს წარმომადგენელ ნიკოლაი მლადენოვსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის, რათა შეთანხმებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები განიხილონ.

დღის ამბები