17 აგვისტო 2026,   08:22
ვრცლად
Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა

Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა.

Სპექტაკლი "ხალდეს" ბოლო წარმოდგენა მარანის კულტურის სახლში გაიმართა.

ხალდეს მაცხოვრებლების გმირობის უკვდავი ისტორია, დმანისის თეატრის მსახიობებმა აბაშელებისთვის კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.
სპექტაკლი თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს, ის ხალდეს აჯანყებას ეძღვნება პარალელურად, რეგიონში გაიმართა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ ახალგაზრდებთან, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული თეატრის დაარსების ისტორიას, მსახიობის ხელოვნებას, დრამატურგიასა და სცენურ ოსტატობას.

ახალგაზრდებთან შეხვედრები "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

პᲠოექტის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა. პროექტის მიზანია რეგიონებში თეატრალური ხელოვნების განვითარება და მასში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

დღის ამბები