ბელგიაში, არდენების მთიან ნაწილში, ბუნებრივ ნაკრძალში მძვინვარე ხანძარი ბოლო 24 საათში თითქმის ორჯერ გაიზარდა.
ხანძრის ეპიცენტრი გერმანიის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს.
ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 250-ზე მეტი მეხანძრე, სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო დაცვის თანამშრომელი ებრძვის.
სტიქიასთან საბრძოლველად მეხანძრეები გაგზავნა გერმანიამ და ლუქსემბურგმა. ევროკავშირის მხრიდან კი სამი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავია მობილიზებული.