თამარ ზაალიშვილი "TV პირველის" წინააღმდეგ - საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა კოლეგიამ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მედიასაშუალებას კი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნახსენები იყო, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.
ინფორმაციას ცილისმწამებლურს უწოდებს თამარ ზაალიშვილი, რომელმაც, რეპუტაციის შელახვის გამო, სასამართლოს მიმართა. ის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს, მოპასუხე კი, მის გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში გეგმავს.