21 აგვისტო 2026,   15:58
ვრცლად
ყვარელში სამაშველო სწავლება "დურუჯი 2024" მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება "დურუჯი 2024" იმართება. ჩაირთო განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, სრულდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის - მოსახლეობის ევაკუაცია.

სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობენ მეხანძრე მაშველები, საპოლიციო დანაყოფები, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები, წითელი ჯვრის წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, მალხაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სწავლების მიზანი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.

დღის ამბები