"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანია, ბრიუსელს დაანახონ, რომ არსებობს ალტერნატიული ძალა.
"ამოცანა არის, რომ ბრიუსელმა დაინახოს ალტერნატივა, ქართველ ხალხთან ერთად, რომ ამ ხელისუფლების, ივანიშვილის პარტიის ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროდასავლურ პარტიათა კოალიციური ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.