21 აგვისტო 2026,   06:54
ვრცლად
"სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს" - მიხეილ სააკაშვილი

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დღეს დაიკითხება დაცვის მხარის 2 მოწმე. პროცესზე კლინიკა "ვივა მედიდან" ონლაინ ჩართვა ჰქონდა ექსპრეზიდენტს.

"სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს და არ ყიდულობენ ხაჭაპურებს მარტივი მიზეზის გამო – ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტსაც მიმართა.

"ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემს გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალმა სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი. ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქმეში სააკაშვილთან ერთად ერთად, ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშიაც. პროკურატურა მათ 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

დღის ამბები