სიტუაცია ღაზაში კატასტროფულია - შიმშილობა გარდაუვალია, - ამის შესახებ კვების უსაფრთხოების ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის (IPC) ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტზე საუბრისას, გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელი სინდი მაკკეინი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე საკვები ვერ შეაქვთ, ვინაიდან ორგანიზაციის თანამშრომლები უსაფრთხოების გარანტიას ვერ იღებენ.
”ეს ჩვენთვის ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან ეგვიპტისა და იორდანიის საზღვარზე საკვები გვაქვს. ჩვენ შევძლებთ 2,2 მილიონი ადამიანის გამოკვებას 3 ან 4 თვის განმავლობაში. საკვები მზად გვაქვს შესატანად, უბრალოდ, [ღაზის სექტორში] ვერ შევდივართ", - აცხადებს სურსათის მსოფლიო პროგრამის ხელმძღვანელი.
გაეროში ვარაუდობენ, რომ ღაზაში შიმშილის გამო სიკვდილიანობის ზრდის ტენდენცია დაჩქარდება.