27 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, შეუქმნას საბაბი "ნაციონალურ მოძრაობას", რომ უკვე მეოთხედ არ აღიაროს არჩევნების შედეგები - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - კენჭისყრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება. პლენარული სხდომა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება. უმრავლესობას ამისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო ანტისახელმწიფოებრივია სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს.

"არ არსებობს არც ერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელშიც ასეთი სისტემა იქნება. ითქვა თითქოს ეს ეწინააღმდეგება 9 პუნქტს, რაც არის ასევე ტყუილი. ვხედავთ ხო პირდაპირ გეგმა რაც იყო, გაიშიფრა საბოლოო ჯამში. ოპოზიციური მოადგილე უნდა გამხდარიყო კომისიის თავმჯდომარე და ვხედავთ ჩვენ იმ წნეხს, რომელიც მიდის ცესკოს თავმჯდომარეზე იქნება ეს მედიიდან, ოპოზიციიდან თუ არასამთავრობო სექტორიდან. ვხედავთ, რომ არის სურვილი რაღაცნაირად ჩამოეცილებინათ ის თავმჯდომარეობას და შემდეგ „ლელოს“ ჩაეტარებინა არჩევნები. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი „ლელოს“ ჩატარებული არჩევნებით?

3 ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როდესაც 3 ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია.

ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს ეს არის შეუქმნას საბაბი "ნაციონალურ მოძრაობას" იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ არ აღიაროს არჩევნების შედეგები,"  - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები