27 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
30 წლის მანძილზე, რაც საქართველომ თავისუფლება გამოაცხადა, ამერიკა არის მთავარი მხარდამჭერი - პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს მთავარი მხარდამჭერია. მისი თქმით, მისი მხრიდან საქართველოსადმი გაწეული ფინანსური დახმარება საკმაოდ სოლიდურია და სწორედ ამ დახმარებით არის განხორციელებული ბევრი ფუნდამენტური რეფორმა ქვეყანაში. 

"30 წლის მანძილზე, რაც საქართველომ თავისუფლება გამოაცხადა, ამერიკა არის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და არაღიარების პოლიტიკის მხარდამჭერი. ეს არის დასაფასებელი. რაც შეეხება ფინანსებს, მე ვიცი, რომ დაახლოებით 4 მილიარდამდე დახმარება აქვს გაწეული წლების მანძილზე, სწორედ ამერიკის მიერ დახმარებებით არის ჩატარებული თავის დროზე საბაჟო, სასაზღვრო და სხვა ფუნდამენტური რეფორმები", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ამერიკის მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული. 

"შეერთებული შტატების დახმარება არის, მათ შორის ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში კოვიდ პანდემიის დროს რომ დიდი როლი გასწია, მათ შორის განათლებაში, როდესაც უამრავი სტუდენტი დაფინანსებით მიდის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ქართულო ჯარში, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ქვაკუთხედია და მათ შორის ქვეყნის დემოკრატიაში. დემოკრატია გვაქვს საერთო ღირებულება ჩვენ და შეერთებულ შტატებს და ეს არის ჩვენი გაცხადებული ინტერესიდან გამომდინარე დახმარება და არა თავს მოხვეული. თუ ამ მოცემულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართული ოცნება და მისი დანაყოფი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების შექმნა ხელოვნურად მიმდინარეობს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები