სპორტის დამსახურებული მოღვაწის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა - ებრაული ისტორიის მუზეუმში ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას ხუხაშვილის ახლობლები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
საღამოზე მოსული სტუმრებისთვის ჯამლეტ ხუხაშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, მოსულ სტუმრებს სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიების ბოლოს საბავშვო ანსამბლმა "ლაშქარმა" ცეკვა შეასრულა.
სპორტული კომენტატორი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს ადგილიც სიმბოლურად შეირჩა - ჯამლეტ ხუხაშვილი ებრაული მუზეუმის აღორძინების საბჭოს თავმჯდომარეც იყო, მას მუზეუმის რესტავრირებაშიც მიუძღვის წვლილი.