"გილოცავთ!"- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას.
მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად სტადიონზე იმყოფება.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.