მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის გეგმები განიხილეს.
საუბარი შეეხო გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმუნიზაციის პროგრამებზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და ბე ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებაზე.
ჯანდაცვის მინისტრმა, საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.