მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.
საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლში" უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი გვიან ღამით შეიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აღიარების მიუხედავად, ეჭვები გაქარწყლებული საბოლოოდ მაინც არ არის. რუსეთის მხრიდან გაკეთებული ბრალდებების ადრესატი ნაწილობრივ უკრაინაც არის, თუმცა თავად უკრაინა ბრალდებებს უარყოფს.