21 აგვისტო 2026,   03:40
ვრცლად
მძიმეა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც მეზობელმა მამაკაცმა დაჭრა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაზიანება 27 წლის ქალს მეზობელმა მამაკაცმა მიაყენა. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

დაზარალებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები