28 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გაათავისუფლა - ვინ შეცვლის დანილოვს?

უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკის შესაბამისი ბრძანება 26 მარტით თარიღდება. ოლექსი დანილოვმა ეს პოსტი 2019 წლის 3 ოქტომბერს ჩაიბარა.

26 მარტით თარიღდება კიდევ ერთი ბრძანება გათავისუფლების შესახებ - ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის გათავისუფლებასაც მოაწერა ხელი. პოსტის დატოვების მიუხედავად, ალექსანდრ ლიტვინენკო უკრაინის ხელისუფლებაში რჩება - ზელენსკიმ ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა.

დღის ამბები