საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
"გილოცავთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს“, - წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.