27 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
ლატვიის საგარეო უწყებამ რუსეთის დროებითი ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დროებითი ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "დიპლომატიური უწყება, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, აგრძელებს არაკორექტულ საჯარო კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, ასევე ლატვიაში საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას. ეს მკაცრად ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 კონვენციას".

აქედან გამომდინარე, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომ რუსმა დიპლომატმა, ოლეგ ზიკოვმა ქვეყანა 10 აპრილამდე დატოვოს.

შეგახსენებთ, ლატვიაში მოსახლეობის თითქმის 25% ეთნიკურად რუსია.

დღის ამბები