27 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
22 275 ქორწინება, 13 664 განქორწინება - საქსტატმა 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა

2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო
მამაკაცებისთვის 32.1 წელს.

2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

 

დღის ამბები