27 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე დაკავებულთაგან 2 ქალი და 1 კაცია

ნახევარი მილიონი ლარის ქრთამი - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის თანამშრომლები დააკავა. ესენი არიან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ორი ყოფილი მენეჯერი. ქრთამის მიცემისთვის ბრალდება კიდევ ორ პირს წარუდგინეს.

გამოძიების ცნობით, სსიპ-ის თანამშრომლები კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის" წარმომადგენლებთან. სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ პაციენტები არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ "ვიანის" დაქვემდებარებულ კლინიკებში გადაჰყავდათ. სანაცვლოდ, თითქმის 3 წელიწად-ნახევარში, ქრთამის სახით, ნახევარი მილიონი ლარი მიიღეს.

"კურიერის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა ორი ქალი და ერთი მამაკაცი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები და დაკავების ღონისძიებები მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა, ქრთამის სახით, დაახლოებით, 600 000 ლარი აიღეს, ხოლო კლინიკის წარმომადგენლებმა, ასევე ბრალდებულებმა, ქრთამის მიცემის სანაცვლოდ, ბონუსად, დაახლოებით, 200 000 ლარზე მეტი თანხა აიღეს.

დღის ამბები