ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ კაფეში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ახლომდებარე სახლებიდან და დაწესებულებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცს, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაც აქვს. კაფე ქალაქის ცენტრში მდებარეობს. შეიარაღებულმა პირმა მძევლად 5 ადამიანი აიყვანა, რომელთაგანაც, რამდენიმე წუთის წინ, 3 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა.