16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ინიციატივა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პარლამენტში დღესვე დაინიცირდა -  მმართველი გუნდი კანონპროექტის კანონად ქცევას საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობამ და მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ, გამჭვირვალობის კანონის პარლამენტში დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღო. უმრავლესობის ლიდერმა დღეს, დეტალურად განმარტა რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივაში აღარ იქნება ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" და ის კერძო პირებს არ შეეხებათ.

კანონი ფინანსების დეკლარირებას მხოლოდ იმ ორგანიზაციებისგან ითხოვს, ვისი შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნებიდან მოდის. ორგანიზაცია რომელიც უარს იტყვის გამჭვირვალობაზე მხოლოდ ფინანსური სასჯელით დაჯარიმდება.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას კვლავ მოჰყვა არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ნაწილის პროტესტი. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთ-ერთმა პირველმა თბილისი პრაიდმა გააპროტესტა და სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა. მწვავე იყო ოპოზიციის ნაწილის შეფასებებიც.

სწორედ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზიისთვის გამოყოფილი გრანტის მიზნობრიობის გამჭვირვალობას ითხოვდა ბოლოს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში დღეს, კანონის ხელახალი ინიციირების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრეს.

რატომ არის პრობლემა, წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსების ვალდებულება - ამ კითხვაზე ოპოზიციას პასუხი არ აქვს. ნაწილი კანონის მიღებას კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და რუსულს ეძახის, თუმცა ამის დამადასტურებელი არგუმენტები ვერ მოჰყავს. მეორე ნაწილი კი ინიციატივის დეტალურად შესწავლამდე კრიტიკისგან თავს იკავებს.

გამჭვირვალობის კანონს ე.წ რუსული კანონი ჯერ კიდევ პირველად ინიციირების დროს დაარქვა და საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ეს ტერმინი საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად გამოიყენა. კანონმდებლებისთვის გაუგებარია რატომაა რუსული წლიური დეკლარაციის შევსება, თუკი შემოსავლების მიზნობრიობა გამჭვირვალეა.

ინიციატივა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პარლამენტში დღესვე დაინიცირდა. მმართველი გუნდი პროექტის კანონად ქცევას საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე გეგმავს.

 

დღის ამბები