30 აპრილი 2024,   22:18
ვრცლად
ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს - სამტრედიაში, განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სამტრედიაში, განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 4 პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა, ერთს კი წარდგენილი ბრალი დაუზუსტა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, საწყის ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მსხვერპლის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული, მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს.

დღის ამბები