გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატში დუბლის შესრულება შეძლო. "მეცი" საფრანგეთის ლიგა 1-ში სტუმრად "ბრესტს" დაუპირისპირდა და მიუხედავად ქართველის ორი გოლისა, 4-3 დამარცხდა. მიქაუტაძემ თავი 74-ე და მე-80-ე წუთებზე გამოიჩინა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატის, მიმდინარე სეზონში უკვე მე-7 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, მიქაუტაძის აქტივში 3 საგოლე გადაცემაცაა. "მეცი" 23 ქულით, მე-17 ადგილზეა, შემდეგ ტურში კი - "ლანსს" დაუპირისპირდება.