21 აგვისტო 2026,   01:22
ვრცლად
19 წუთი მოედანზე და 16 ქულა - თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "ვენეცია" მარტივად დაამარცხა

თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და იოლი გამარჯვება მოიპოვა. "ვირტუს ბოლონია" სტუმრად "ვენეციას" დაუპირისპირდა და 89-70 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე სულ 19 წუთი გაატარა და ამ დროში, 16 ქულით 3 შედეგიანი პასით და 2 მოხსნით, თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. "ვირტუს ბოლონია" 18 მოგებითა და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, "კრემონას" უმასპინძლებს.

დღის ამბები