21 აგვისტო 2026,   04:19
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი უნდა გამოცხადდეს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.

ლაზარე გრიგორიადისს სახელმწიფო ბრალდება პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურება ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს გამართულ აქციაზე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელებს და და ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანას. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლაზარე გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდიას განცხადებით, განაჩენის გამოტანის მიხედვით იმოქმედებენ.

"ორივე შემთხვევაში მიხარია, რომ დადგა განაჩენის დღე. წელიწადზე მეტია ამ დღეს ველოდით. როგორც იქნება განაჩენი იმის მიხედვით ვიმოქმედებთ",- განაცხადა თამთა კალანდაძემ.

ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით დღეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, მაინც ელემენტარულ პროცენტს ვიტოვებ, რომ შესაძლებელია რაიმე შეიცვალოს. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება მსჯავრდებულის პირდაპირ უფლება, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე", - განაცხადა ლიკა ბითაძე.

დღის ამბები