20 მაისი 2024,   07:06
ვრცლად
პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და რუსთაველის გამზირზე გვიანობამდე გაგრძელდა

პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და რუსთაველის გამზირზე გვიანობამდე გაგრძელდა - პარლამენტთან შეკრებილებმა დაშლა მხოლოდ ღამის ორი საათის შემდეგ დაიწყეს. უფრო გვიანობამდე იმყოფებოდნენ დემონსტრანტები ინგოროყვას ქუჩაზე.

“გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ ღამის 11 საათისთვის გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც სადაო დოკუმენტის უკან გასაწვევად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთ საათიანი ვადა ამოიწურა. ინგოროყვას ქუჩაზე ისმოდა ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნაც.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა გეგმის დეტალები არ დაკონკრეტებულა.

ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. მათ ტერიტორია დემონსტრანტების წასვლის შემდეგ დატოვეს.

რუსთაველის გამზირი მალევე აღდგა საავტომობილო მოძრაობა, დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

დღის ამბები