02 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
პარლამენტთან გამართულ აქციებზე დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - მათი სასამართლო პროცესი 24-25 აპრილს ჩაინიშნა

პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მათ შორის, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც.

ყველა მათგანის სხდომა გადაიდო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 24-25 აპრილს ჩაინიშნა.

ადვოკატების განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან აქციაზე რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია და ისინი წესრიგს არ არღვევდნენ.

დღის ამბები