05 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია განულდება, რომელიც დაყრდნობილი იქნება მხოლოდ აქაური პოლიტიკური ჭინკების მიწოდებულ განცხადებებზე - გურამ მაჭარაშვილი

სადაც შენს სუვერენიტეტსა და თავმოყვარეობას დაიცავ, ყველა დაგაფასებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც დღეს უნდა უყარონ კენჭი.

მისი თქმით, ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია "განულდება", რომელიც დაყრდნობილი იქნება მხოლოდ "ოპოზიციური პოლიტიკური ჭინკების" მიწოდებულ განცხადებებზე.

"ჩვენ ვიცით, რა არის ქართულიც და ევროპული ღირებულებაც, ვიცით, ასევე, ვაჭრობდნენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით და გარეთაც, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ ღირსებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ასე იქნება 2030-შიც. სადაც შენს სუვერენიტეტს დაიცავ და შენს თავმოყვარეობას დაიცავ - ყველა დაგაფასებს.

თქვენ, მე მგონი კარგად გახსოვთ რეზოლუცია ევროპარლამენტის, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში აწამებენ სააკაშვილს და ის უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ რამდენიმე თვეში ევროპისვე ინსტიტუციამ, საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის სწორი იმიტომ, რომ სააკაშვილს არავინ არ აწამებს საქართველოში.

მეორე რეზოლუცია იყო ევროპარლამენტის, რომელიც ამბობდა, რომ კეზერაშვილი, თურმე, ცნობილი მედიამენეჯერია, რამდენიმე კვირაში ევროპისვე სააგენტოებმა ბრალი წაუყენეს კეზერაშვილს თაღლითობაში, ანუ ევროპარლამენტის რეზოლუცია გაანადგურეს და გაანულეს. მეტი მტკიცებულება რა გინდათ, რომ ჩალის ფასი თვითონ გახადა ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუცია. ასე იქნება ყველა რეზოლუციის შედეგი, რომელიც დაყრდნობილი იქნება მხოლოდ აქაური პოლიტიკური ჭინკების მიწოდებულ განცხადებებზე,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები