05 მაისი 2024,   03:56
ვრცლად
ვერავინ წარმოიდგენს, რომ გამჭვირვალეობის მოთხოვნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი იქნება - დავით მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვერავინ წარმოიდგენს, რომ გამჭვირვალეობის მოთხოვნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი იქნება.

მისი თქმით, არავის, მათ შორის ევროკავშირსაც, არ აქვს არგუმენტი, რატომ შეიძლება ეს კანონი საქართველოსთვის შემაფერხებელი იყოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ევროპარლამენტში გვინახავს არაერთი დებატი და რეზოლუცია, რომელიც კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა და იყო პირდაპირი მუქარები, რომ თუ არ გაათავისუფლებდით სადისტური რეჟიმის შემოქმედ მიხეილ სააკაშვილს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, მაგრამ შედეგი დადგა აბსოლუტურად საპირისპირო.

გამჭვირვალეობის მოთხოვნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება - ვერავინ ვერ წარმოიდგენს, რომ ეს, შესაძლებელია, გახდეს რაიმე ფორმით ჩვენი ქვეყნისთვის შემაფერხებელი ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე, მითუმეტეს, რომ ამ საუბრების გარდა, რეალური ერთი არგუმენტი მაინც თუ რატომ შეიძლება იყოს ეს კანონის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, არავის, მათ შორის, ევროპარლამენტარებს არ წარუდგენიათ,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები