05 მაისი 2024,   01:43
ვრცლად
საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არათუ დროებითია, არამედ კიდეც სრულდება - ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველოს ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ და ამას ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით ცდილობდნენ.

"თითქოს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა საქართველოს დაპყრობას ცდილობდა. უმეტესწილად, ახერხებდა კიდეც, რომლის მიზეზი ცალკე ხელისუფლის სისუსტე და ცალკე ერის დაქსაქსულობა იყო. ერის გახლეჩას, სასტიკი მტერიც ხელს უწყობდა და ცბიერი ღიმილით მოსული მომთაბარეც. ათასნაირი ფოჩიანი კანფეტებითა თუ ჭრელი ხალათებით ავსებდა სუსტი ნებისყოფისა და უღირსობის ავადმყოფობით შეპყრობილ ვაი-ქართველებს. უცხოური ჩვენთვის მიუღებელი ქცევით შემოსილები და ქისაში ფულით გავსებულები კი მომხდურს რაშიც ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ, ეროვნული იდენტობის წაშლა და სარწმუნოებასთან დაშორება გახლდათ. თუმცა სწორედაც, რომ ჩვენი მრავალ საუკუნოვანი ისტორიიდან გვახსოვს, დიდებული და ბრწყინვალე პერიოდებიც არა ერთხელ გვქონია. ოღონდ ამ ყველაფერს ხელისუფლის პრინციპულობა, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცება და, რა თქმა უნდა, სამშობლოს განუზომელი სიყვარული სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება“, - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები