05 მაისი 2024,   02:20
ვრცლად
რეზოლუციაში არსად წერია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა აფხაზეთი, თითიდან გამოწოვილი თემებით ვერ შექმნით ისეთ საინფორმაციო თემას, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები აფხაზეთის აღიარებაში დაადანაშაულოთ - რომან გოცირიძე

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, მმართველი გუნდის განცხადებით, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. თუმცა, ოპოზიცია მსგავს ფაქტს უარყოფს:

"აგენტების შესახებ კანონი არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს, გარდა აბსოლუტურად განსხვავებული ვარიანტისა - ამერიკაში, ავსტრალიასა და ისრაელში. დანარჩენი კი არის პუტინის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები, ესენია: ნიკარაგუა, ვენესუელა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სეპარატისტული, თვითგამოცხადებული წარმონაქმნი აფხაზეთი. ამ რეზოლუციაში არსად წერია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა აფხაზეთი. თითიდან გამოწოვილი თემებით ვერ შექმნით ისეთ საინფორმაციო თემას, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები აფხაზეთის აღიარებაში დაადანაშაულოთ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

დოკუმენტში, რომლის ავტორებად რამდენიმე ევროპარლამენტარია მითითებული, მათ შორის, მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი სამოტივაციო ნაწილში წერია: "კანონპროექტი მოდელირებულია მსგავსი კანონიდან, რომელიც 2012 წელს მიიღო რუსეთმა, ცოტა ხსნის წინ კი ყირგიზეთმა და აფხაზეთმა". ჩანაწერი შეჯერებულ ვარიანტში აღარ არის, მაგრამ შესწორება არ შესულა ინიცირებულ პროექტში.

დღის ამბები