05 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი, მხარს უჭერენ განვითარებას, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას ანუ "ქართულ ოცნებას" თუ მხარს უჭერენ ნგრევას, ტერორს, წამებას და იმ რეჟიმს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰონდა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი, მხარს უჭერენ განვითარებას, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას ანუ "ქართულ ოცნებას" თუ მხარს უჭერენ ნგრევას, ტერორს, წამებას და იმ რეჟიმს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰონდა შექმნილი და რომლის დაბრუნებაც სურს.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციას ექნება ერთიანი თუ დაყოფილი სია, სინამდვილეში, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" სია.

"სინამდვილეში, ეს არის ერთი სია. რასაც ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე ვხედავთ, ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს სია იქნება ერთიანი თუ იქნება ცალკე სია მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" სია და საქართველოს მოსახლეობას სწორედ ასე ექნება არჩევანი. არჩევანი ექნება საქართველოს განვითარებას უჭერს მხარს, მშვიდობას უჭერს მხარს და თითოეული ოჯახის ეკონომიკურ განვითარებას უჭერს მხარს და შესაბამისად "ქართულ ოცნებას", თუ ის უჭერს მხარს ნგრევას, ტერორს, წამებას და იმ რეჟიმს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობს" ჰქონდა შექმნილი და რომლის დაბრუნებისკენაც მიისწრაფვიან ისინი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები