05 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მცირეწლოვანი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები