შსს-ს კრიმინალურმა პოლიციამ, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია.
ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ასევე ხმის ჩამხშობი მაყუჩი, ვაზნები, 3 პისტოლეტი, მჭიდები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.