13 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
კამბოჯაში, სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად, 20 ჯარისკაცი დაიღუპა

კამბოჯაში, სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად, 20 ჯარისკაცი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე პროვინციაში მოხდა. უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

კამბოჯის არმიის განცხადებით, აფეთქების შედეგად განადგურდა იარაღით დატვირთული სატვირთო მანქანა, ასევე, ბაზის ოფისის შენობა და ბარაკები. დაზიანდა ახლომდებარე 25-მდე სახლიც.

პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო შოკირებულია და მთავრობას გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებისთვის, ასევე, დაშავებული ჯარისკაცებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

დღის ამბები