საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კვლავ დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ეს მას შემდეგ მოახერხეს, რაც სპეცრაზმმა და საპოლიციო დანაყოფებმა მოულოდნელად დატოვეს ტერიტორია. ასევე, გავიდნენ წყლის ჭავლის მანქანები და სხვა საპოლიციო სპეც-ტექნიკა.
ქვეყნის მთავარი გამზირი ახლა მთლიანად დემონსტრანტების განკარგულებაშია.