05 დეკემბერი 2024,   01:59
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა - აქცია დასასრულს უახლოვდება

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, თუმცა ჭიჭინაძის ქუჩა ჯერჯერობით ისევ ჩაკეტილია, რადგან ქციის მონაწილეებმა იქ ბარიკადები აღმართეს.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების გეგმებს, ამ ეტაპზე მათი ნაწილი იშლება, შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის აქცია დასასრულს უახლოვდება. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, პროტესტი ხვალიდან განახლება.

ამასთან, სპეცრაზმი და საპოლიციო ძალები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის საპოლიციო დანაყოფებისგან, ფაქტობრივად, ცარიელია. როგორ სპეცრაზმი, ისე სხვა დანაყოფები პარლამენტის ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანეს.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. ადგილზე ვითარება ბევრჯერ დაიძაბა.

დღის ამბები