გმირთა მოედანზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაძაბული იყო. ადგილზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა. იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რასაც დაკავებები მოჰყვა.
ამ დროისთვის, ვითარება შედარებით დასტაბილურდა. ადგილზე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები. გმირთა მოედანზე მყოფ აქციის მონაწილეთა ჯგუფს, ინციდენტის და დაკავებების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა ნაწილი უერთდება.