13 აგვისტო 2026,   09:26
ვრცლად
კახიძის მუსიკალურ ცენტრში სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

საქართველოს სხვადასხვა კუთხის 32 სალოტბარო სკოლის მოსწავლეები თბილისელ მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან. 20 მაისიდან მოსწავლეებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უმასპინძლებს, სადაც ერთი კვირის მანძილზე ინტენსიური რეპეტიციები ჩატარდება.

პროექტის მთავარი ღონისძიება 28 მაისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. 500 მოსწავლე სცენაზე გააცოცხლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობას, სიმღერას და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს.

პროექტი პირველი სალოტბარო სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს ეძღვნება. ამ ხნის მანძილზე გაიზარდა თაობა, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი რგოლი, ცოცხალი ფოლკლორის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვში. პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

დღის ამბები