13 აგვისტო 2026,   17:20
ვრცლად
გამოძიება საბოტაჟისა და ღალატის მუხლით - აფხაზეთის ომის ვეტერანები გიორგი ბარამიძეს საქართველოს ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებენ

აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის გენოციდში ქართველი ერის დადანაშაულება გიორგი ბარამიძის ის განცხადებაა, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა მებრძოლებს სამხედრო ტყვეების დახვრეტა დააბრალა. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ვეტერანებმა მედიასთან აფხაზეთის ომი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ღიად თქვეს, რომ ბარამიძემ საკუთარი განცხადებით საქართველოს ინტერესები დააზიანა.

გიორგი ბარამიძემ თავდაპირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. ამ განცხადებების ავტორმა თავის მართლება არაერთხელ სცადა, თუმცა, ყველა ჯერზე უცვლელი შინაარსის ტექსტი გაავრცელა.

აფხაზეთში ტყვეების აყვანისა და შემდეგ მათი გაცვლის პროცესი დეტალურად გაიხსენა დღეს კიდევ ერთმა ვეტერანმა, ვიქტორ ცაავამ. თქვა, რომ ქართულ მხარეს ტყვეების აყვანისა და მათ მიმართ კარგი მოპყრობის მკაცრი ბრძანება ჰქონდა. ვეტერანებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ გიორგი ბარამიძეს ტყვეებთან შეხება არ ჰქონია, არ მონაწილეობდა შეტევით ბრძოლებში და, შესაბამისად, მისი ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

გიორგი ბარამიძის განცხადება და მის მიერ ქართველი მებრძოლების ტყვეების დახვრეტაში დადანაშაულება პრემიერ-მინისტრის შეფასებით, იმ მიზანმიმართული შტურმის ნაწილია, რომელსაც ე.წ. დიფ სტეიტი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყებამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში აფხაზეთის ომის ვეტერანები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი და აფხაზეთში ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი, პაატა ზაქარეიშვილი უკვე გამოკითხა.

დღის ამბები