უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე დედების მსვლელობა მოეწყო - ისინი საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩებიან. აქციის მონაწილე დედები ადგილზე შვილებთან ერთად არიან.
მთავარი მოთხოვნა კანონის უკან გაწვევაა.
"შევიკრიბეთ დედები და ჩვენი შვილები და ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ჩვენ ყველა მივიჩნევთ, რომ აქ დღეს ყველა უნდა იყოს, ყველა უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს რუსული კანონი იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის მხოლოდ ევროპაში," - აცხადებს აქციის მონაწილე ტატა ხვედელიანი.