სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 21 წლის ახალგაზრდისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
გამოძიების ინფორმაციით, 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დაპირისპირების დროს, ცივი იარაღით დაზიანებები მიიღო კიდევ ხუთმა პირმა.
დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.