ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რაჭაში.
არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის ხაზზე მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.