25 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
შოლცი და მაკრონი აცხადებენ, რომ უკრაინას გერმანიისა და საფრანგეთის გადაცემული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება უნდა მიეცეს

ოფიციალური პარიზისა და ბერლინის სურვილია, უკრაინას ჰქონდეს უფლება, მათ მიერ გაგზავნილი იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე - უპირველეს ყოვლისა, იმ სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის, საიდანაც კრემლი უკრაინას უტევს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში გაგზავნილი ფრანგული იარაღი, მათ შორის შორი დისტანციის რაკეტების გამოყენება ნებადართულია რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ბაზებზე დასარტყმელად.

"უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმა ხდება რუსეთში მდებარე ბაზებიდან. მაშინ, როგორ ავუხსნათ უკრაინელებს, რომ ჩვენ დავიცავთ მათ ქალაქებს, თუკი მათ ვეუბნებით, რომ არ აქვთ უფლება, დაარტყან იმ ადგილებს, საიდანაც რაკეტებს ესვრიან? ვფიქრობთ, მათ უნდა დავრთოთ ნება, გაანეიტრალონ სამხედრო ობიექტები, საიდანაც [რუსები] რაკეტებს ისვრიან და, ძირითადად, სამხედრო ობიექტები, საიდანაც უკრაინას უტევენ“, - განაცხადა მაკრობნმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას დაეთანხმა გერმანიის კანცლერიც.

 

დღის ამბები