26 ივნისი 2024,   15:34
ვრცლად
მოძრაობა "სირცხვილიას" წევრ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

"სირცხვილიას" წევრ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინფორმაციას და ფოტოს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბერძენიშვილს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. აქტივისტი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.

"ჩვენი საცხოვრებელი სახლიდან ზუკა გამოვიდა. ჩვეულებრივად, სამსახურში მიდიოდა. მას სახლთან დახვდა უცნობი მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა 3 ადამიანი, ზურგიდან მიეპარნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მერე გაიქცნენ. ეს არის ოპონენტებთან, აქტივისტებთან და უბრალო მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება", - განაცხადა სალომე ბარკერმა.

დღის ამბები