21 აგვისტო 2026,   17:43
ვრცლად
ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი რამდენიმე დღეში ამოქმედდება - მიხეილ სარჯველაძე

ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი რამდენიმე დღეში ამოქმედდება - ამის შესახებ განცხადება
ჯანდაცვის მინისტრმა დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე გააკეთა.

პაციენტებს ამ მიმართულებით პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც კერძო კლინიკამ სამინისტროსთან შეუთანხმებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება თვითნებურად შეწყვიტა.

ასევე, ითქვა, რომ ახალი კაბინეტის გახსნამდე სამედიცინო მომსახურებას დიალიზზე მყოფი 22 პაციენტი უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებს და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს.

დღის ამბები