26 ივნისი 2024,   13:40
ვრცლად
მკვლელობისთვის ძებნილ ქართველს პოლიციამ ოთხი წლის შემდეგ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მიაგნო

მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს ესპანეთში. სამოქალაქო გვარდიის წევრებმა ის ვაგიოს პორტში, გემზე აიყვანეს.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეს 2020 წლიდან ინტერპოლი პოლონეთში მომხდარი მკვლელობისთვის ეძებდა. გამოძიების მასალებით, ბრალდებულმა მამაკაცს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ოთხწლიანი ძებნის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე ვაგიოს პორტში დააპატიმრეს, სადაც ის პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იმყოფებოდა, როგორც ეკიპაჟის წევრი.

დაკავებულს ესპანეთი, სავარაუდოდ პოლონეთს გადასცემს.

დღის ამბები