26 ივნისი 2024,   15:12
ვრცლად
პედაგოგებთან დაკავშირებით წლის ბოლომდე კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვადგენთ - გიორგი ამილახვარი

პედაგოგებთან დაკავშირებით წლის ბოლომდე კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ამილახვარის თქმით, განახლებული სქემა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული.

“ახალი სახელფასო პოლიტიკის კვალდაკვალ, ასევე იწყება მუშაობა კარიერული განვითარების სქემაზე, რომელიც პედაგოგებს შეეხება. ვისაც კი დაწყებული ჰქონდა სტატუსის ამაღლების პროცესი აქამდე მოქმედი სქემით, არცერთს არ შევუზღუდავთ ამ უფლებას და თითოეულ მათგანს მივცემთ შესაძლებლობას, დაწყებული პროცესი მიიყვანონ ბოლომდე. რაც შეეხება მომავალს, დავიწყებთ განახლებულ სქემაზე მუშაობას და წლის ბოლომდე მასწავლებლებს, საზოგადოებას კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვუდგენთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები