14 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს განიხილავს

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს განიხილავს, - ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სააგენტო "ინტერფაქს-ყაზახეთს" განუცხადეს.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ "კასპიის მილსადენის კონსორციუმის" არასტაბილური მუშაობის ფონზე ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებებად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტის 2025 წელთან შედარებით 31%-ით გაზრდა დაგეგმა.

დღის ამბები